blog-image

მალე უპილოტო თვითმფრინავები იფრენენ

სამგზავრო თვითმფრინავები, რომელის მართვაც მიწიდან განხორციელდება პილოტების მონაწილეობის გარეშე 2025 წლიდან გამოჩნდება, რაც საშაულებას მისცემს გადამზიდავ კომპანიებს წელიწადში 35 მილიარდი დოლარის ეკონომია გააკეთონ.

დღესდღეისობით საჰაერო ხომალდების უმეტეობა რობოტირიზებულია და ავტოპილოტი მართავს.ავტოპილოტს შეუძლია დასვას თვითმფრინავი რთულ მეტეო და შეზღუდულ ხილვადობის პირობებშიც კი.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამოქალაქო ავიაციაში ცოცხალ პილოტებზე უარის თქმით ავიაბილეთების ფასი 10%-ით შემცირდება, თუმცა იგივე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უპილოტო ხომალდით მგზავრობისას გაიზრდება მგზავრების შიშის ფაქტორი, რამაც შესაძლოა შეამციროს მგზავრთა რაოდენობა.

როგორც Financial Times-ი იუწყება, 8 000 გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ 17%-მა განაცხადა თანხმობა იფრინოს უპილოტო თვითმფრინავით, 54% კი კატეგორიულად წინააღმდეგია.

Boeing-მა ივლისის თვეში განაცხადა, რომ უკვე ამზადებს სათანადო აპარატურას."ყველა საბაზისო ელემენტები მსგავსი ტექნოლოგიისთვის უკვე მხადაა"-აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.


საუკეთესო აპლიკაცია სურათებისთვის

მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე